საბჭოს წევრები

სიორიძე გიორგი - თავმჯდომარე

გერმანიის ქალაქ კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი (Magister iuris). ქ. კიოლნში ჩაბარებული აქვს ნორდრაინ-ვესტფალიის უზენაესი სასამართლოს იუსტიციის საგამოცდო უწყების სახელმწიფო (სალიცენზიო) გამოცდები (Staatliche Pflichtfachprüfung, 1. Staatsexamen). არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. გიორგი 2014 წლის ოქტომბერში, 8 წლის მერე დაბრუნდა საქართველოში. 2015 წლიდან დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასოცირებული მკვლევარი. 2016 წლიდან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. იგი არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (მათ შორის გერმანულ ენაზე).

კვლევის სფერო: სახელმწიფოსა და სამართლის თეორია, კონსტიტუციური შედარებითი სამართალი, რელიგიისა და კულტურის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი.

შავლაყაძე მარინე - მოადგილე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ზღვებისა და წყალსატევების  განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი. თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში  სამედიცინო ქიმიის ლექტორი. 2011წ.-მიენიჭა ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.  ავტორი 23 სამეცნიერო ნაშრომის. ავტორი და მონაწილე სხვადასხვა საერთაშოროსო სამეცნიერო კონფერენციის 15-ზე მეტი. 5 სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი. 3 საერთაშორისო ტრეინინგის მონაწილე. მოიპოვა პროფესორ სტანისლავ ტოლპას 3 თვიანი სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში (2014წ). 2009წ.-დან არასამთავრობო ორგანიზაციების: „გარემოს დაცვის ეკოცენტრი“ და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების და გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო კავშირის ,,უნიკალური კავკასია” - მეცნიერ თანამშრომელი.

კვლევის სფერო: დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო, ქიმიური ეკოლოგია, სამედიცინო  ქიმია.

ბარათაშვილი ზურაბ - მდივანი

ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი, ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგი; რამდენიმე სამეცნიერო და საენციკლოპედიო სტატიის ავტორი; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მონაწილე; რამდენიმე წიგნის ტექნიკური რედაქტორი; 2009 წელს ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიის მფლობელი

ასანიძე ზეზვა

ბიოლოგი, მცენარეთა მრავალფეროვნების სპეციალისტი (PhD). უმაღლესი განათლება: ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხური: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიის ფაკულტეტი; სპეციალობა - ექსპერტ-ბიოლოგი (კრიმინალისტიკა). დოქტორანტურა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი; სპეციალობა - მცენარეთა მრავალფეროვნება და ტაქსონომია. კვალიფიკაცია: პროფესიული გამოცდილება მიღებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის და ბოტანიკის ინსტიტუტებში. ჩართულია როგორც ადგილობრივი უნივერსიტეტების, ასევე ბერლინის, კოლორადოს და კალიფორნიის უნივერსიტეტების კვლევებში. სამეცნიერო პუბლიკაციები გამოქვეყნებული აქვს ევროპის გავლენიან ჟურნალებში. მას ასევე განხორციელებული აქვს კვლევები საქართველოში გარემოსდაცვის განხრით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. 

ბაბილუა პეტრე

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი (2000), მაგისტრატურა (2002), ასპირანტურა(2005). სამეცნიერო ხარისხი: ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2006). გავლილი აქვს სტაჟირება მილანის ბოკონის უნივერსიტეტში და ოქსფორდის უნივერსიტეტში პემბროუკის კოლეჯში. სამუშაო  გამოცდილება-ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი 2007 წლიდან. ევროპული სკოლის მათემატიკის კათედრის გამგე და მათემატიკის პედაგოგი. არის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ალბათობის თეორიაში და მათ. სტატისტიკაში. მრავალი საერთაშორისო კონფერენციის და სემინარის მონაწილე. არის პრეზიდენტის გრანტის მფლებელი სამჯერ. აკად. ივეკუას სახელობის სტიპენდიატი.

ბარამიძე ვლადიმერ

 ასისტენტ  პროფესორი,  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი;  ფიტოპათოგენური დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; Julius Kuhn-ის ინსტიტუტის(გერმანია) დოქტორანტი.  განათლება მიღებული აქვს: Oxford (UK), Dublin Institute of Technology  (Ireland), Kaho Sint Leuven  (Belgium), Universidade Catolica Portuguesa (Portugal),  Hogchule Anhalt ( Germany). სასწავლო დაფინასნება მოპოვებული ჰქონდა  DAAD, Erasmus Mundus, Welcome Trust და  DRF ორგანიზაციებიდან. ლადო ბარამიძე არის ავტორი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშოროსო სამეცნიერო კონფერენციებში. ამჟამად ის ხელმძღვანელობს ორ სამეცნიერო საგრანტო პროექტს. აქტურად არის ჩართული ამერიკის USAID-პროგრამის პროექტეში.

კვლევის სფერო: მოლეკულურ ბიოლოგიური რეაქტივების წარმოება, ფიტოპათოგენური  დაავადების დიაგნოსტიკა, ტექნოლოგიის კომერციალიზაცია.

ბერიძე გიორგი

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ.ჯანელიძს გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელი. განათლება: 2012 წელიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამტო–გეოლოგიური ფაკულტეტის მინერალოგიის, პეტროგრაფიის და გეოქიმიის კათედრის დოქტორანტი. გამოქვეყნებული შრომები: გამოქვეყნებული აქვს 5 სტატია. ასევე მონაწილეობა აქვს  4 საერთაშორისო კომფერენციაში. ასევე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კომფერენციის მრავალგზის გამარჯვებული. გრანტები: მონაწილეობა აქვს მირებული შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტში. მონაწილეობა მიღებულია ქვს უამრავ უცხოურ და ადგილობრივ პროექტებში.

კვლევის სფერო: გეოლოგია, პეტროლოგია, საინჟინრო გეოლოგია და ჰიდროგეოლოგია.

გიგლემიანი ლელა

ფილოლოგიის დოქტორი, თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.25-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი; მონაწილეობა მიღებული აქვს  30-მდე ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში;  არის რამდენიმე სამეცნიერო გრანტის მონაწილე, მათ შორის, ორგზის ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის გრანტის” მფლობელი. 

კვლევის სფერო: ქართველური ენები (მეგრულ-ლაზური, სვანური). აქტიურად მონაწილეობს საველე სამუშაოებში.

გოდიბაძე ბაგრატ
2013 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე მიენიჭა ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მასალათმცოდნეობაში. 2004-2016 წლებში სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის, აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილების, მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. 2016 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობა აქვს მიღებული 10 ადგილობრივ და 9 საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტში, ექვსში როგორც მენეჯერი. არის 35-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. გავლილი აქვს 10-მდე ტრენინგი და სტაჟირება, მათ შორის - Missouri University of Science and Technology, Missouri, Rolla (2009); KTH Royal Institute of Technology in Stockholm, Sweden (2013); School of Materials Science and Engineering (MSE) at the Georgia Institute of Technology (Georgia Tech), Atlanta, Georgia  (2016). არის 15-მდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და ერთი დაპატენტებული გამოგონების თანაავტორი.

კვლევის სფერო: ფხვნილთა მეტალურგია, ნანომასალები, ნანოტექნოლოგია, კომპოზიციური მასალების მიღება დინამიკაში (კომპაქტირება - თერმული დამუშავება - შედუღება - განმტკიცება - სინთეზი).

ვეშაპიძე გიორგი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცურებული პროფესორი, ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით. 2004 წელს მიენიჭა ტოკიოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2004-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ატომურ-მოლეკულური ფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. 2005-2008 წლებში მუშაობდა კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე მკვლევარად, ექსპერიმენტული ატომურ-მოლეკულურ-ოპტიკური ფიზიკის მიმართულებით. 2008-2011 წლებში მუშაობდა იაპონიის მოლეკულური მეცნიერებების ინსტიტუტში, მკვლევარად, ექსპერიმენტული ატომურ-მოლეკულურ-ოპტიკური ფიზიკის მიმართულებით. 2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს 11 სამეცნიერო ნაშრომი. მიღებული აქვს მონაწილეობა 10-ზე მეტ სამეცნიერო კონფერენციაში. 1 საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი.

კვლევის სფერო:იონურ-მოლეკულური დაჯახებები. ლაზერული სპექტროსკოპია. ატომების ლაზერული გაცივება და ჩაჭერა. ულტრა-ცივი ფიზიკა. ლაზერები. ულტრა-სწრაფი ლაზერები. კოჰერენტული კონტროლი. არაწრფივი ოპტიკა.

ზაკუტაშვილი   ირაკლი
დაიბადა 1985 წლის 16 აპრილს ქ. თბილისში. 2006 წ. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ბაკალავრი), 2008 წელს მიენიჭა ტრანსპორტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2013 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2013  წლიდან  მუშაობს  რ. დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში მობილური მანქანების განყოფილების  მეცნიერ-თანამშრომლად. 2017 წლიდან არის სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დელტა’’-ს პროფესიული განვითარების ცენტრის ინსტრუქტორი. გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

კაჭახიძე გიორგი

ექიმი, რადიოლოგი, კარდიოლოგი. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (თოდუას კლინიკა). „ჯოენის“ სახელობის სამედიცინო ცენტრი. დამთავრებული აქვს უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“. ჩაბარებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სასერტიფიკაციო გამოცდები (USMLE Step 1, USMLE Step 2). განათლება აქვს მიღებული: Grosshadern Medical Center, Munich, Germany.  Leiden University Medical Center, Nederland. Longview Radiology, WA, USA.

კვლევის სფერო: კომპიუტერული ტომოგრაფიული კორონაროგრაფია.

 

მეტრეველი ნიკოლოზ

2010 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალ სტუდენტთა კავშირი“ თავმჯდომარე. 2013 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის ახალგაზრდული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2014 წლიდან „პოლიტიკის მეცნიერებათა სტუდენტთა  საერთაშორისო ასოციაციის" (IAPSS) წარმომადგენელი საქართველოში. 2013 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის განყოფილება სოციოლოგიის სპეციალობით. 2014წლიდან ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტი. ავტორი  და მონაწილე სხვადასხვა საერთაშორისო  პროექტების. ორგანიზატორი და მონაწილე მრავალი საერთაშორისო კონფერენციის.

რუბაშვილი იმედა

ქიმიის აკადემიური დოქტორი  (2009 წ.), თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, შპს „ავერსი–რაციონალის“ ვალიდაციის მენეჯერი. გამოქვეყნებული 20–მდე სამეცნიერო პუბლიკაცია ადგილობრივ და საზღვარგარეთის სამეცნიერო მაღალი რეიტინგის რეფერირებად ჟურნალებში, 30–მდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების (როგორც მომხსენებელი),  ფორუმების, ვორქ–შოპებისა და სწავლებების მონაწილე. ასევე რამდენიმე სამეცნიერო გრანტის, მათ შორის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტის მფლობელი. არის ქიმიის სამეფო საზოგადოების წევრი (დიდი ბრიტანეთი).

კვლევის სფერო: ადსორბციული პროცესების კვლევა; ქრომატოგრაფია; ახალი სამკურნალო საშუალებების ანალიზის მეთოდების შემუშავება–ვალიდაცია; ფარმაცევტული შემუშავება; საერთაშორისო სტანდარტების (GMP/GLP/ISO/IEC 17025) დანერგვა ხარისხის სისტემაში.

სხირტლაძე ალექსანდრე

თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 2014-2015 წწ-ში ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე; რამდენიმე უნივერსიტეტის არჩეული და მოწვეული პროფესორი; ფარმაცევტულ მეცნიერებათა კანდიდატი (2006), ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2010). ოცამდე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე; ორი მონოგრაფის, ხუთი გამოგონების, სამი პრეპარატისა და სამოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომის ვტორი; გრანტების ხელმძღვანელი და თანამონაწილე. სტაჟირება გაიარა: მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი, საფრანგეთი (2004); სალერნოს უნივერსიტეტი, იტალია (2005-2009); ინსბრუკის უნივერსიტეტი, ავსტრია (2013). რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და საერთაშორისო ჟურნალების რეცენზენტი. მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის სახელობითი გრანტი (2008), ივ. ბერიტაშვილის სახელობითი სტიპენდია (2008); საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახელობითი პრემია (2010).

კვლევის სფერო: მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევა.

სუპატაშვილი თამრიკო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის  განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი. საქართველოს უნივერსიტეტის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ქიმიის ლექტორი. ავტორი 25 სამეცნიერო ნაშრომის. ავტორი და მონაწილე 10-ზე მეტი  საერთაშოროსო სამეცნიერო კონფერენციის. 2 სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი. არა ერთი საერთაშორისო ტრეინინგის მონაწილე. 2009 წ.-დან არასამთავრობო ორგანიზაციების: „გარემოს დაცვის ეკოცენტრი“ და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების და გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო კავშირის ,,უნიკალური კავკასია” - მეცნიერ თანამშრომელი.

კვლევის სფერო: დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო, ქიმიური ეკოლოგია, სამედიცინო  ქიმია.

ტეტუნაშვილი თენგიზ 

მათემატიკის დოქტორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მათემატიკის მიწვეული პროფესორი. შვიდი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. არაერთი რეგიონული და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. სკოლაში სწავლის პერიოდში ფიზიკისა და მათემატიკის რესპუბლიკური და საერთაშორისო ოლიმპიადებისა და ტურნირების მონაწილე და არაერთგზის გამარჯვებული. სტუდენტობის პერიოდში სოროსის სტიპენდიანტი.  უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის დაფინანსებული გამარჯვებული პროექტის მონაწილე.

კვლევის სფერო: სიმრავლეთა თეორია, დისკრეტული მათემატიკა,  მათემატიკური ანალიზი.   

ტიელიძე ლევან
გეოგრაფიის დოქტორი გეომორფოლოგია-გლაციოლოგიის მიმართულებით. თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლი. 2014-2015 წლებში სტაჟირება გაიარა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტში, ხოლო 2015-2016 წლებში კანადის ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში. 2015 წლიდან არის მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ცენტრის (ციურიხი, შვეიცარია) ოფიციალური კორესპონდენტი საქართველოში. საერთაშორისო გლაციოლოგიური საზოგადოების წევრი (კემბრიჯი, გაერთიანებული სამეფო). ევროპის გეომეცნიერებათა კავშირის წევრი (მიუნხენი, გერმანია). ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების წევრი (ბოულდერი, კოლორადო, აშშ) და საერთაშორისო სამთო კარტოგრაფიული კომისიის წევრი. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის შვიდი მონოგრაფიის) ავტორი და თანაავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე - საქართველოში, გერმანიაში, ჩინეთში, რუსეთში, ამერიკაში, შვეიცარიაში, თურქეთსა და ჰოლანდიაში. 2014 წელს დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით, ხოლო 2016 წელს მიენიჭა წინანდლის პრემია საბუნებისემტყველო მეცნიერებათა დარგში.
კვლევის სფერო: მთის მყინვარების გლაციო-გეომორფოლოგიური შესწავლა თანამედროვე კლიმატის ცვლილების ფონზე. მყინვარების კარტოგრაფირება GIS და Remote Sensing-ის გამოყენებით. პლეისტოცენური, ჰოლოცენური და მცირე გამყინვარების რეკონსტრუქცია.

ტურაშვილი მარინე

2006 წლიდან ფოლკლორის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 2009 წლიდან ფოლკლორის არქივის ხელმძღვანელი. 2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის განყოფილება ფოლკლორის სპეციალობით. სწავლობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში. ავტორი ახლგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში მომზადებული მონოგრაფიის - "თანამედროვე ქართული ნარატიული ფოლკლორი (ზეპირი ისტორიების მიხედვით)" (2010 წ.). ავტორი და მონაწილე სხვადასხვა საერთაშორისო და ლოკალური კვლევითი პროექტის.

კვლევის სფერო: ნარატოლოგია და ზეპირი ისტორიები. ეწევა აქტიურ საველე კვლევას.

ყრუაშვილი ლალი

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, ქცევისა და კოგნიტურ ფუნქციათა ლაბორატორიის თანამშრომელი. საქართველოს საპატრიარქოს წმ.ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (მიმართულება: მეხსიერების ნერვული მექანიზმები) დოქტორანტი. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, დოქტორანტის საგანმანათლებლო გრანტის მფლობელი (2014-2015 წ), ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტის მფლობელი (2012-2013 წ). ორი სამეცნიერო გრანტის თანამონაწილე. თორმეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის, სამი  საერთაშორისო, ნეირომეცნიერთა, სკოლის მონაწილე. ოთხი სამეცნიერო პუბლიკაციის თანაავტორი. ორი ადგილობრივი და სამი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი.

შენგელია მედეა

2007 წლიდან საქართველოს ავტორთა საზოგადოების იურისტი, 2011 წლიდან დღემდე  საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხემძღვანელი, 2014  წლიდან დღემდე საადვოკატო ბიურო კობალაძე კონსალტინგის ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. 2007  წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის სპეციალობით (ბაკალავრი), 2010 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა. ამჟამად სწავლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში  ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე.

კვლევის სფერო: საავტორო უფლებების მართვა და მისი როლი ბიზნესის განვითარებაში.

ჩუტკერაშვილი ანა

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის ენისა და სამეტყველო სისტემების გაყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 2004 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. რამდენიმე სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე. მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და სიმპოზიუიმს მონაწილე და ორგანიზატორი. 20 სამეცნიერო სტატიის ავტორი.

კვლევის სფერო: ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერება, კორპუსის ლინგვისტიკა, ენის საინფორმაციო სტრუქტურა, კომპიუტერული ლინგვისტიკა.

ჩხიტუნიძე მარინე

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორის  უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (2012-2014), მზე-დედამიწის კავშირის სექტორის მეცნიერ-თანამშრომელი (2010-2012), კოსმოსური კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი  (2007-2010), დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი (2006-2007), გამოთვლითი გეოფიზიკის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (2003-2006). ფიზიკის დოქტორის აკადემიური ხარისიხი (2008 წ.), 18 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 4 სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე, ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტის მფლობელი (2012წ.), სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, მარია კიურის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის მონაწილე, ქ.სკოპია, მაკედონია (2011წ.), პროექტის "მიწისძვრის მოდელი ახლო აღმოსავეთის რეგიონში" (EMME) მონაწილე (2012).

კვლევის სფერო: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - მაგნიტოსფეროს ფიზიკა,  დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო - სეისმოლოგია.

ჭარაია ვახტანგ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი. ამავე უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი; კავკასიის სოციალური და ეკონომიკური კვლევითი ინსტიტურის ანალიტიკოსი; ბრიტანული ორგანიზაცია International Alert-ის ანალიტიკოსი. აქვს მიღებული განათლება შემდეგ უნივერსიტეტებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Baltic International Academy, European University at St. Petersburg, Passau University, Tartu University, Institute of Government Accounts & Finance, George Washington University. 20-ზე მეტი მეცნიერული და პუბლიცისტური სტატიის ავტორი. საერთაშოროსო სამეცნიერო კონფერენციების, ფორუმების და ტრენინგების მონაწილე (რიგ შემთხვევებში თანა/ორგანიზატორი), მრავალი მათგანის გამარჯვებული. 10-მდე საერთაშორისო (DAAD, HESP, MARIE CURIE, ITEC…) და მრავალგზის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის მფლობელი.

კვლევის სფერო: ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები.

ლევან ჯიქია

2012 წლიდან წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ამავე წლიდან აკადემიური საბჭოს სწავლული მდივანი, 2009 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გამსწორებელთა ჯგუფის წევრი ისტორიაში, 2012 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, გამოქვეყნებული აქვს შვიდი წიგნი (მონოგრაფიები და დოკუმენტების კრებულები).

კვლევის სფერო: საქართველოს უახლესი ისტორია, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობითი პრობლემები; კვლევა საქართველოს ურთიერთობა გარესამყაროსთან და ა.შ.