მიზნები

ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს ფუნქციონირების ძირითადი მიზნებია: ახალგაზრდა მეცნიერთა მატერიალური წახალისება, საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების მოწყობა, პერიოდული სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა, წარჩინებული სტუდენტების (ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტების) სახელობითი სტიპენდიების დაწესება და სწავლის საფასურის დაფარვა.

ამოცანები

ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს ფუნქციონირების ძირითადი ამოცანებია: ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა, საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან ახალგაზრდა მეცნიერთა კონტაქტების დამყარება და გაფართოება, სტუდენტების ჩაბმა სამეცნიერო კვლევით პროექტებში, საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობა.

შედეგები

ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო, მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, სრულად პასუხობს თანამედროვე სამეცნიერო მოთხოვნებს, როგორც ლოკალურ, ისე სართაშორისო დონეზე და წარმოადგენს სამეცნიერო საზოგადოებაში ახალგაზრდების პრიორიტეტულობის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობას.

ს ი ა ხ ლ ე

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო და ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდი 2017 წლის 26-27 ოქტომბერს გიწვევთ ახალგარდა მეცნიერთა კონფერენციაზე

1. ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია, წყალტუბო, 24-26 თებერვალი, 2017 წ.

2. ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია, ბაკურიანი, 26-28 თებერვალი, 2016 წ.